ფეხბურთი

16:22 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” 18 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა “ევერტონმა” 18 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველს ტომ დევისს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ლივერპულელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ყოველდღე ვსწავლობ და ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი შესაძლებლობები, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ კლუბში გავაგრძელო კარიერა”, - თქვა დევისმა.

შეგახსენებთ, რომ ტომ დევისი ინგლისის U-19 ნაკრების კაპიტანია, რაც შეეხება “ევერტონს”, მის რიგებში უკვე 17 თამაში ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

0.11903