ფეხბურთი

21:28 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა ბელოტი, როგორც გაბრიელ ბატისტუტა

ანდრეა ბელოტი, როგორ გაბრიელ ომარ ბატისტუტა ან უფრო ძლიერი - ასე დაახასიათა ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა „ტორინოსა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი. კაპელოს განცხადებით, ბელოტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

„ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავდამსხმელია. იგი ძალიან მაგონებს გაბრიელ ბატისტუტას და ვფიქრობ, მასზე ძლიერია, რომელიც საჯარიმოში ნამდვილი მონსტრი იყო. იტალიის ნაკრები? - ჰოლანდიასთან ბევრმა საინტერესო ახალგარდამ ითამაშა და ეს ძალიან კარგია“, - უთხრა კაპელომ Radio anch’io sport-ს.

ანდრეა ბელოტი მიმდინარე სეზონს მართლაც დიდებულად ატარებს და სერია A-ს ბომბარდირთა დავაში 23 გოლით ლიდერობს. როგორც ამბობენ, 23 წლის შემტევის ფასი უკვე 100 მილიონ ევროს უტოლდება.

0.113387