ეროვნულ ჩემპიონატში არიან ისეთი ფეხბურთელები, ათზე მეტი კლუბი რომ გამოუცვლიათ. არიან მოთამაშეები, 35 წელს რომ გადასცდნენ და მაინც თავიანთი გუნდის წამყვან ძალას რომ წარმოადგენენ. მაგალითად, დავით ბოლქვაძე ფოთის "კოლხეთში", შოთა ბაბუნაშვილი ქუთაისის "ტორპედოში"...
გთავაზობთ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთა სიას, რომლებსაც უცხოეთის გუნდში არასოდეს უთამაშიათ. აქ მხოლოდ იმ მოთამაშეებს ჩამოვთვლით, რომლებიც ამჟამად უმაღლეს ლიგაში ირიცხებიან:
გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია, 32 წლის) - ვიტ ჯორჯია, ტორპედო, ჩიხურა, სამტრედია
ლუკა რაზმაძე (დილა, 33 წლის) - ვიტ ჯორჯია, მეტალურგი, დილა, სიონი
მაქსიმე ქვილითაია (ტორპედო, 31 წლის) - ლოკომოტივი, ტორპედო, ზუგდიდი, ჩიხურა, ლიახვი
დენის დობროვოლსკი (ჩიხურა, 31 წლის) - ამერი, მეტალურგი, ჩიხურა
ალექსანდრე კვახაძე (დილა, 32 წლის) - ვიტ ჯორჯია, მეტალურგი, ტორპედო, დილა
შოთა კაშია (ჩიხურა, 32 წლის) - დინამო თბილისი, ცხინვალი, დილა, ჩიხურა
ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, 32 წლის) - ლოკომოტივი, ტორპედო, დილა, ცხინვალი, დინამო თბილისი, სამტრედია
კონსტანტინე სეფიაშვილი (ჩიხურა, 31 წლის) - გაგრა, ბორჯომი, მერანი, დინამო თბილისი, მეტალურგი, კოლხეთი, ჩიხურა
35 წელს გადაცილებულები ეროვნულ ლიგა 1-ში:
ზურაბ მენთეშაშვილი (ლოკომოტივი, 1980 წლის 30 იანვარი)
დავით ბოლქვაძე (კოლხეთი, 1980 წლის 5 ივნისი)
დავით კვირკველია (დინამო ბათუმი, 1980 წლის 27 ივნისი)
შოთა ბაბუნაშვილი (ტორპედო, 1980 წლის 17 ნოემბერი)
ლაშა სალუქვაძე (დინამო თბილისი, 1981 წლის 21 დეკემბერი)