ჩოგბურთი

2:00 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის 91-ე ტიტული

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა “მაიამის” მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალი 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის 91-ე ტიტული მოიგო.

როჯერს რაფას დამარცხება არ გასჭირვებია, შეხვედრა საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. შვეიცარიელმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა ისე, რომ თვითონ თავის ჩაწოდება არ დაუკარგავს. რაფას ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ხოლო როჯერმა 9-დან ორი ბრეიკი შეასრულა.

2017 წელს როჯერმა რაფაელს სამიდან სამი შეხვედრა მოუგო. ურთიერთშეხვედრებში რაფა მეტოქეს 23:14-ს ამარცხებს.

ფედერერმა წელს 20 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. შვეიცარილემა “ავსტრალიის ღია პირვლობა”, “ინდიან-უელსის” და “მაიამის” მასტერსები ტრიუმფით დაასრულა. “მხიარულმა როჯერმა” კარიერაში მასტერის 26-ე ტიტული დაისაკუთრა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რაფაელ ნადალს “მაიამის” მასტერსი მოგეული არ აქვს და ფინალში უკვე მეხუთედ დამარცხდა (2005, 2008, 2011, 2014, 2017).

ფედერერმა “მაიამის” მასტერსის მოგებით 1.1 მილიონი ამერიკული დოლარის და 1000 სარეიტინგო ქულა დაისაკუთრა, ხოლო რაფაელმა 573 680 ამერიკული დოლარის და 600 სარეიტინგო ქულა მიიღო.

0.216351