ფეხბურთი

1:14 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

უფერული "იუვე" და "მილანი"

იტალიის სერია A-ს XXX ტურის მთავარი შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მოლოდინი სრულად გაამართლა. ფეხბურთი ერთმა გუნდმა ითამაშა, ქულები კი, ორივე მოიპოვა – “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

“ბებერმა ქალბატონმა” თავიდან აქტიურად დაიწყო თამაში და პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დაასრულა. სამი ხედირამ და მირალემ პიანიჩმა ჩინებულად გაითამაშეს კომბინაცია და გერმანელმა ერთი შეხებით გაიტანა. სხვათა შორის, “იუვე” მეტოქის საჯარიმოში პირველ ტაიმში სამჯერ შეეხო მხოლოდ ბურთს და აქედან ორჯერ სწორედ გოლის ეპიზოდში. აქედანაც ჩანს, რომ “იუვენტუსმა” მეტისმეტად დაცვითი ფეხბურთი აჩვენა და დარჩენილ დროში კარში დარტყმას ვინ ჩივის, ნახევრად საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. ცალკე ვთქვათ გონსალო იგუაინზე, რომელიც ნეაპოლში დაბრუნდა. “სან პაოლოზე” ბევრი უსტვინეს “პიპიტას” – გონსალო კი, მთელი თამაში ჩაკარგული გახლდათ და “ნაპოლის” საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებია. ეს იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ “იუვენტუსი” არ უტევდა. იმაზეც შეიძლება საუბარი, რომ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდს ძალები დააზოგინა – “იუვე” გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებია – არავინ იცის. “ნაპოლიმ” კი, ბევრი ეცადა, სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. ერთადერთი რაც მაურიციო სარის შეგირდებმა შეძლეს მე-60 წუთზე გატანილი გოლი იყო: დრის მერტენსმა მარეკ ჰამშიკი ჯიჯი ბუფონთან პირისპირ დატოვა და სლოვაკმაც შანსი გამოიყენა. “ნაპოლი” “რომას” ორი ქულით ჩამორჩა, რომელიც თავის მხრივ “იუვენტუსს” მიუახლოვდა, მაგრამ სხვაობა ჯერ კიდევ დიდია – 6 ქულა. აქვე გეტვყით, რომ "ნაპოლი" "იუვენტუსს" 5 აპრილს ისევ უმასპინძლებს, ოღონდ უკვე კოპა იტალიის ნახევარფინალის ეგიდით.

“მილანის” საქმეებს არ ეთქმის მაინც და მაინც სახარბიელო – წელს, “პესკარა” ის გუნდია, რომელსაც ლამის ყველა უგებს და რომელიც ქვედა ლიგაში ფაქტობრივად დაქვეითებულია, მაგრამ “მილანმა” მოახერხა და ზდენეკ ზემანის გუნდს ვერ მოუგო... მერე რა, რომ ვინცენცო მონტელას ბიჭები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და წესით 3 ქულა უნდა მოეპოვებინათ – მთავარი შედეგია. “დელფინები” გაბრიელ პალეტას ავტოგოლით მალევე დაწინაურდნენ, თუმცა ბრაზილიელი ნაკლებად იყო დამნაშავე – გოლი მთლიანად ჯანლუიჯი დონარუმას სინდისზეა, რომელმაც პალეტას უკან დაბრუნებული ბურთი ვერ გააჩერა და ანგარიშიც გაიხსნა. “როსონერიმ” ტაიმის ბოლოს გაათანაბრა: მარიო პაშალიჩმა ახლო მანძილიდან იხეირა. აი, მეორე ტაიმში ლომბარდიელებმა ვერაფერი შემატეს თავის თავს და ღრმა აუტსაიდერთან ორი ქულა დაკარგეს. “მილანი” ევროპა ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდა და ასეთი თამაშით ევროსარბიელზე მართლაც არაფერი ესაქმება. ისე, კარგი იქნება თუ კლუბის ხელმძღვანელობა ყურებს გამოიბერტყავს და სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს, თორემ ერთი საცოდაობაა ასეთი “მილანის” ნახვა. იმ “მილანის”, რომელსაც საშუალოზე დაბალი დონის მცველი, გაბრიელ პალეტა კაპიტნობს...

ბერგამოს “ატალანტა” კი, განაგრძობს საოცარ ასპარეზობას და მეხუთე ადგილს დამსახურებულად იკავეს. ორი ტურის წინ ჯამპიერო გასპერინის გუნდი “ინტერთან” 1:7 განადგურდა და მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ჩავარდნის დრო იყო მოსული, მაგრამ იმის მერე “ატალანტამ” “პესკარას” 3:0 აჯობა, ხოლო ახლა გენუაში, “ჯენოა” 5:0 შეარცხვინა. ჰეთ-თრიქით გამოირჩა პაპუ გომესი, რომელიც უბრალოდ საუკეთესო ფორმაშია და 2017 წელს მეოთხედ შეძლო ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლის გატანა. ასეთი შედეგი ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს. ისევ გაიტანა მატია კალდარამა, რომელიც ცენტრალური მცველია და სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. სხვათა შორის, კალდარა იანვარში ტურინის “იუვენტუსმა” იყიდა. ამბობენ, რომ “იუვე” კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელის, ანდრეა კონტის შეძენას აპირებს, რომელიც მარჯვენა მცველია და შედეგიანობით გამოირჩევა. კონტის ანგარიშზე ხუთი გოლია და სწორედ მან გახნსა ანგარიში “ჯენოასთან” – თან რა გოლით?! მაკრატელა, რომლის ნახვაც, ერთი სიამოვნებაა.

ტურინში, “ტორინო” “უდინეზესთან” კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ ორი ბურთით ჩამორჩა და ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა. რაც ტურინელებმა შეძლეს – ანდრეა ბელოტიმ ბურთი ორჯერ მოარტყა ძელს, მაგრამ 93-ე წუთზე მაინც გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა. იტალიელმა ფორვარდმა სეზონში 23-ე გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ედინ ჯეკოს დაეწია.

ფლორენციაში, “ფიორენტინამ” “ბოლონიას” ხუმა ბაბაკარის კინკილა გოლით აჯობა და ევროპა ლიგაზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. გასავარნდ ზონაში მყოფმა “კროტონემ” მოულოდნელად ვერონაში, “კიევოს” მოუგო და იმედი დაიტოვა, რომ არ გავარდება. ყოველშემთხვევაში დავიდე ნიკოლას გუნდი ახლა “ემპოლის” მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება და ტოსკანელთა უნიათო ასპარეზობას თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია. აი, “პალერმოს” კი, არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს – სიცილიელებმა ტაიმი მოუგეს შინ “კალიარის”, მაგრამ მეორე ტაიმში ერთბაშად სამი გოლი გაუშვეს და “რენცო ბარბერას” პუბლიკისგან კიდევ ერთხელ მოუწიათ ლანძღვა-გინების მოსმენა.

სერია A-ს XXX ტური ორშაბათს, “ინტერისა” და “სამპდორიის” მატჩით დასრულდება.

“ტორინო” – “უდინეზე” 2:2 (0:0)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, მოლინარო; აკქუა, ლუკიჩი (ბოიე 55), ბაზელი (მაქსი ლოპესი 72); იაგო ფალკე (იტურბე 14), ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“უდინეზე” (4-3-3): სკუფეტი; ვიდმერი, დანილო, ანჯელა, სმაირი; ბადუ, კუმსი (ალი ადნანი 77), იაკტო; დე პაული (ჰეტრო 61), ძაპატა, პერიცა (მატოსი 85)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 0:1 იანკტო (50), 0:2 პერიცა (68), 1:2 მორეტი (70), 2:2 ბელოტი (83)

გაფრთხილება: როსეტინი (5) – კუმსი (9), ანჯელა (54), იანკტო (90)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 7 (3) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: დავიდე გერზინი

“კიევო” – “კროტონე” 1:2 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 10 000

“კიევო” (4-3-1-2): სეკულინი; ფრეი, დაინელი, გამბერინი, (სპოლი 64) კაჩატორე; კასტრო, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი; ბირსა (მეჯორინი 58); პელისიერი, ინგლეზე (გაკპე 85)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი (ნალინი 60), კაპეცი (ბარბერისი 80), კრისეტიჯი, სტოიანი; ტროტა, ფალჩინელი (სამპირისი 86)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 0:1 ფერარი (51), 1:1 პელისიერი (57), 1:2 ფალჩინელი (82)

გაფრთხილება: კასტრო (69), რადოვანოვიჩი (90) – ჩეკერინი (65), როზი (74)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 13 (7) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ფიორენტინა” – “ბოლონია” 1:0 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 27 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, სანჩესი, ასტორი; მილიკი, ბადელი, ბორხა ვალერო, ტელო (კიეზა 84); ილიჩიჩი (საპონარა 70), კრისტოფორო; კალინიჩი (ბაბაკარი 46)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ბოლონია” (3-5-1-1): მირანტე; ტოროსიდისი (დი ფრანჩესკო 77), გასტალდელო, მაიეტა; მბაიე, ტაიდერი (ნადი 54), ვივიანი (დზემაილი 54), დონსა, კრეიჩი; ვერდი; დესტრო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 ბაბაკარი (51)

გაფრთხილება: ბადელი (59), ტომოვიჩი (70), კრისტოფორო (79) - დესტრო (29), კრეიჩი (90)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 4 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ჯენოა” – “ატალანტა” 0:5 (0:2)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-5-2): რუბინიო; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ჯენტილეტი (ჰილიემარკი 46), ლაზოვიჩი (ბეგეტო 73), რიგონი, ნტჩამი (მოროზინი 56), ლაქსალტი; სიმეონე, პინილია

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

“ატალანტა” (3-4-3): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი (დ’ალესანდრო 79), კესიე, ფროილერი (გრასი 81), სპინაცოლა; კურტიჩი, პეტანია, გომესი (ჰატებური 84)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კონტი (25), 0:2 გომესი (32, პენ), 0:2 გომესი (63), 0:4 კალდარა (76), 0:5 გომესი (83)

გაფრთხილება: რიგონი (26), ბურდისო (47), პინილია (60, 60) – კესიე (75)

გაძევება: პინილია (60)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 17 (13) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“პალერმო” – “კალიარი” 1:3 (1:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 15 000

“პალერმო” (3-5-2): ფულინატი; ვიტიელო (სალაი 80), გონსალესი, გოლდანიგა; რისპოლი, ბრუნო ენრიკე (ლო ფასო 88), გაცი (ბალოგი 67), ჩოჩევი, პეცელა; ნესტოროვსკი, ტრაიკოვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

“კალიარი” (4-3-2-1): რაფაელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ; იონიტა, ტაკჩიდისი, პადოინი; ჟოაო პედრო (ფარაგო 81), საუ (ანი 86); ბორიელო

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 გონსალესი (26), 1:1 იონიტა (48), 1:2 ბორიელო (58), 1:3 იონიტა (89)

გაფრთხილება: გაცი (5), ბრუნო ენრიკე (75), ტრაიკოვსკი (90) – ისლა (16)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 14 (9) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 13:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

“პესკარა” – “მილანი” 1:1 (1:1)

პესკარა, “ადრიატიკო”

მაყურებელი: 12 000

“პესკარა” (4-3-3): ფიორილო; ძამპანო, კამპანიარო, ბოვო, ბირაგი; მემუშაი (მილიჩევიჩი 85), კულიბალი, მუნტარი (ბრუნო 66); ბენალი, ბაჰებეკი, კაპრარი (ჩერი 76)

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, პალეტა, რომანიოლი, ვანგიონი; პაშალიჩი, სოსა (ლოკატელი 70), მატი ფერნანდესი (კუცკა 77); ოკამპოსი, ბაკა (ლაპადულა 58), დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 პალეტა (12, ა.გ), 1:1 პაშალიჩი (41)

გაფრთხილება: ბირაგი (25), ბოვო (52), მემუშაი (75), ბრუნო (85) – პალეტა (58), სოსა (63), ლოკატელი (78)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 21 (13) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ნაპოლი” – “იუვენტუსი” 1:1 (0:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 60 000

“ნაპოლი” (4-3-3): რაფაელი; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი (გულამი 79); ალანი (ზიელინსკი 68), ჟორჟინიო, ჰამშიკი (როგი 76); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ასამოა; ხედირა, მარკიზიო (დიბალა 80); ლემინა (კუადრადო 61), პიანიჩი (რინკონი 87), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ხედირა (7), 1:1 ჰამშიკი (60)

გაფრთხილება: ინსინიე (37)

სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 3 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 23 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 23, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 20, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 18.

თეგებისერია A
0.487421