სხვა

20:55 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პირველი ლიცენზია ზამთრის ოლიმპიადაზე

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ზამთრის 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ლიცენზია მოიპოვა. ამის გაკეთება მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა მოახერხა.

22 წლის ყვითელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოდიოდა, მიუხედავად ამისა, 24 მონაწილეს შორის მეცამეტე ადგილზე გავიდა და ეს შედეგი საკმარისი აღმოჩდა იმისთვის, რომ მას დამდეგ წელს გასამართი ოლიმპიადის ლიცენზია გაეფორმებინა.

ზათრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში, კერძოდ, პიონგჩანგში ჩატარდება. იგი სტარტს შემდეგი წლის 9 თებერვალს აიღებს და 25 თებერვლამდე გასტანს.

0.117105