ლა ლიგის 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს 4 გაიმართა. მე-5 და მე-6 ადგილოსნებმა “სოსიედადმა” და “ვილიარეალმა” მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს, ხოლო “ატლეტიკომ” 3 ქულა მოიპოვა და მინიმუმ ერთი დღით, მე-3 საფეხურზე გადაინაცვლა. შესაბამისად, მოწინავე ოთხეული კიდევ უფრო გამოიკვეთა ("ატლეტიკო" 9 ქულით უსწრებს "სოსიედადს) და ზემოთ ნახსენებმა ორ კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ისედაც მიზერული შანსი, კიდევ უფრო შეიმცირა.
“ვილიარეალი” პირველი ტაიმის შემდეგ რობერტო სორიანოს გოლით საკუთარ მოედანზე “ეიბარს” ამარცხებდა, თუმცა შესვენების შემდეგ 3 ბურთი გაუშვა, რასაც კვლავ სორიანომ უპასუხა ერთი გოლით, თუმცა მასპინძლები უქულოდ დარჩნენ, ხოლო “ეიბარი” ევროპა ლიგის ზონას 4 ქულითღა ჩამორჩება – 2:3.
“სოსიედადი” “ანოეტაზე” “ლეგანესს” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა. სტუმრებმა პირველი ნახევარი შიმანოვსკის გოლით მოიგეს. 53-ე წუთზე წონასწორობა ხუანმიმ აღადგინა და დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, თუმცა მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს და ძვირფასი 2 ქულა დაკარგეს – 1:1.
“ატლეტიკო” “ლა როსალედაზე” საშინელ ფორმაში მყოფ “მალაგას” ეწვია და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. მადრიდელები პირველ ტაიმში კოკემ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში თავი ფელიპე ლუისმა გამოიჩინა – 0:2.
გათამაშების უიმედო აუტსაიდერი “ოსასუნა” შინ “ბილბაოს” დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “ბილბაოს” მაისურით ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა 36 წლის ფორვარდმა არიც ადურისმა.
ვილიარეალი – ეიბარი 2:3 (1:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, ალვარო, ბონერა, კოსტა, გასპარი, ბ.სორიანო, ტრიგეროსი (ჯ.დოს სანტოსი 59), კასტილიეხო (ადრიანი 59), რ.სორიანო, ბაკამბუ (ბორე 80), სოლდადო.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ეიბარი (4-4-2): იოელი, ლეიუნი, რამისი, კაპა (ლუნა 40), არბილია (გალვესი 64), ესკალანტე, დ.გარსია, ინუი, პ.ლეონი, კიკე (რივერა 77), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0, 2:3 რ.სორიანო (18; 89), 1:1 პ.ლეონი (48), 1:2 კიკე (54), 1:3 ინუი (77)
გაფრთხილებები: ბორენა, კასტილიეხო, ალვარო, სოლდადო – ლუნა, ინუი, კიკე
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი
ოსასუნა – ბილბაო 1:2 (0:2)
პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ, უ.გარსია, დ.გარსია, ოიერი, რედრადო (ოლავიდე 82), კლერკი, მერიდა, კაუსიჩი, მიგელი (ბერენგერი 71), რიერა (ს.ლეონი 66), რივიერი.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ბოვედა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი (მ.რიკო 79), სან ხოსე, რ.გარსია (იტურასპე 61), მუნიაინი (ლეკუე 69), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 0:1 ადურისი (12), 0:2 უილიამსი (44), ს.ლეონი (79)
გაფრთხილებები: რიერა, მერიდა, ოიერი, კლერკი – მუნიაინი, დე მარკოსი
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო
სოსიედადი – ლეგანესი 1:1 (0:1)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-2-3-1): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ოდრიოზოლა, ზუბელდია (ოიარზაბალი 65), ბერგარა (გაცტანაგა 76), კანალესი, ხუანმი, პრიეტო, ვილიან ჟოზე (ხონი 78).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, სიოვასი, მანტოვანი, დ.რიკო, ტიტო, რ.პერესი, მორანი, გაბრიელი (პ.ინსუა 71), სამუელი (უ.ლოპესი 61), შიმანოვსკი, გერერო (ბუენო 84).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
გოლები: 0:1 შიმანოვსკი (29), 1:1 ხუანმი (53)
გაფრთხილებები: ხუანმი, გაცტანაგა – მანტოვანი, გაბრიელი, მორანი
მსაჯი: მელერო ლოპესი
მალაგა – ატლეტიკო 0:2 (0:1)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლ.ერნანდესი, დ.ლორენტე, მ.ტორესი (რიკა 15), როსალესი, კამაჩო, ხოსე როდრიგესი (რესიო 60), ხ.კარლოსი, ფორნალსი, კეკო (მ.სანტოსი 72), ს.რამირესი.
მწვრთნელი: მიჩელი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, ლუკასი, ხუანფრანი, ლუისი (ხიმენესი 88), ტეიე (ა.კორეა 53), გაბი, საული, კოკე, გრიზმანი (გოდინი 84), ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კოკე (26), 0:2 ლუისი (74)
გაფრთხილებები: რესიო, ხ.კარლოსი – ლუკასი, სავიჩი
მსაჯი: ტრახილიო სუარესი