ფეხბურთი

1:23 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" ლიგის ზონასთან ახლოს და მჭედლიძის სანახევრო დაბრუნება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXX ტურმა სტარტი ტრადიციულად ორი მატჩით აიღო და ორივეში გამარჯვებები დედაქალაქურმა გუნდებმა მოიპოვეს. “რომამ” საკუთარ მოედანზე, ხოლო “ლაციომ” სტუმრად მოიგო.

“რომას” სამი ქულის მოპოვება საერთოდ არ გასჭირვებია. ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან “ჯალოროსი” “ემპოლის” დაუპირისპირდა, გუნდს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ძალიან უჭირს და მეტწილად გოლის გატანა. ტოსკანელთათვის მეტოქის კარის დალაშქვრა მას შემდგომ უფრო დიდ პრობლემად იქცა, რაც ლევან მჭედლიძე დაშავდა. ქართველი ორთვიანი იძულებით უქმობის შემდეგ “რომაელთა” წინააღმდეგ განაცხადში იყო, თუმცა ჯოვანი მარტუშიელო რისკზე არ წასულა და ლევანი ბოლომდე თადარიგში დარჩა. მის გარეშე კი, “ემპოლიმ” მორიგი თამაში წააგო. მასპინძლებს სამი ქულისთვის ედინ ჯეკოს დუბლიც ეყოთ. ბოსნიელს სეზონში 23 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ანდრეა ბელოტის გადაასწრო. სხვათა შორის, ჯეკოს ამაზე მეტი გოლი ერთადერთხელ აქვს გატანილი – “ვოლფსბურგში” თამაშის დროს – 26. “რომას” 68 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზე დამაჯერებლადაა და ლიდერ “იუვენტუსს” 5 ქულით ჩამორჩება.

თანაქალაქელისგან განსხვავებით ძალიან გაუჭირდა მოგება “ლაციოს”, რომელსაც “სასუოლოს” მცველი ფრანჩესკო აჩერბი და მეკარე ანდრეა კონსილი წაეხმარათ. ერთმა საკუთარ კარისკენ დაარტყა, მეორემ ავტოგოლი მიითვალა. ეს ყველაფერი 84-ე წუთზე მოხდა და ამ გოლის წყალობით “ლაციალემ” უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. მანამდე დომენიკო ბერარდიმ და ჩირო იმმობილემ პირველივე ტაიმში მოასწრეს გოლების გაცვლა. ახლა “ლაციო” ჩემპიონთა ლიგის ზონას სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება.

XXX ტური კვირას გაგრძელდება და წინ უაღრესად საინტერესო მატჩი გველის – “ნაპოლი” – “იუვენტუსი”.

“სასუოლო” – “ლაციო” 1:2 (1:1) VIDEO

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, დელ’ორკო; პელეგრინი, აკვილანი, მისიროლი (დანკანი 64); ბერარდი, დეფრელი (მატრი 70), პოლიტანო (რაგუზა 85)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; პატრიკი, დე ვრეი, ჰუდტი (ლუკაკუ 58), რადუ; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი (ლომბარდი 79), იმმობილე, ლულიჩი (კეიტა 58)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 ბერარდი (26, პენ), 1:1 იმმობილე (42), 1:2 კონსილი (84, ა.გ)

გაფრთხილება: პელეგრინი (32), ლიროლა (89) - ლულიჩი (5), სტრაკოშა (28), ჰუდტი (33), კეიტა (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“რომა” – “ემპოლი” 2:0 (1:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი, ფაციო (ჟუან ჟესუსი 85), რუდიგერი; ბრუნო პერესი, პარედესი, ნაინგოლანი, მარიო რუი; სალაჰი, პეროტი (გრენიე 62); ჯეკო (ტოტი 73)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ვესელი, ბარბა (კოშიჩი 78), პასკუალი; კრუნიჩი, ბუჩელი, კროჩე; ელ კადური (მაკარონე 73); მარილუნგო (ტელო 58), ტიამი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლები: 1:0 ჯეკო (12), 2:0 ჯეკო (56)

გაფრთხილება: კრუნიჩი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 11 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 14:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დავიდე მასა

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 23 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 22, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 20, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 18.

თეგებისერია A
0.329279