ფეხბურთი

23:45 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკე "გრანადასთან" დაისვენებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი ჟერარ პიკე კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით "გრანადასთან" მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ენრიკემ ასევე დაასვენა ჟორდი მასიპი. "გრანადასთან" მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებენ ალეიქს ვიდალი და არდა თურანი. ასევე 29-ე ტურის მატჩში ლიონელ მესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. მიმდინარე სეზონში პიკემ 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.110978