“ლივერპულს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის “რეალის” ორი ნახევარმცველის: ხამეს როდრიგესის და მარკო ასენსიოს დამატება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.
ნახსენები წყაროს ცნობით, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, რომ ამ ორი მოთამაშის შესაძენად 92 მილიონი ფუნტი გამოყოს.
ცნობისთვის, ხამესს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, ხოლო ასენსიოს – 2022 წლამდე.