ფეხბურთი

23:45 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს აღიარება: “შვაინშტაიგერთან შევცდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ამერიკულ “ჩიკაგო ფაირში” გადავიდა. გერმანელმა ინგლისის დატოვება მწირი სათამაშო პრაქტიკის გამო გადაწყვიტა – მას ჟოზე მოურინიო დიდ დროს არ უთმობდა.

პორტუგალიელმა განაცხადა, რომ შვაინშტაიგერთან მიმართებაში შეცდა.

“ვწუხვარ იმის გამო, როგორც წარიმართა სეზონის პირველი ნაწილი შვაინშტაიგერისთვის. ძალიან ვწუხვარ, ეს ჩემთვის პრობლემაა და მან კარგად იცის. როდესაც მითხრა, რომ გუნდიდან მიდიოდა, ვუპასუხე, რომ დავკარგეთ დიდი პროფესიონალი. შესაძლოა, ბასტიანი ისევ გვჭირდებოდა, მაგრამ წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. ვაღიარებ, რომ მასთან მიმართებაში შეცდომა დავუშვი”, - აღიარა მოურინიომ.

მიმდინარე სეზონში ბასტიან შვაინშტაიგერმა ყველა ტურნირის ჩათვლით “მანჩესტერის” მაისურით 4 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

0.116766