ფეხბურთი

0:34 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედი” დაიერს უმიზნებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, “ტოტენჰემის” ჩამშლელი ნახევარმცველი ერიკ დაიერი იქნება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ 23 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გაიღოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გასხვისება და საკუთარ ხარჯზე კონკურენტის გაძლიერება ჯდებოდეს. მას “დეზებთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მან მიმდინარე სეზონში ლონდონური კლუბის მაისური 37-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.112321