საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულინაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა. პლეი-აუტის მესამე ტურში ქართველი ლეგიონერის გუნდი "პრიმორსკა" სტუმრად "სენჩურთან" მინიმალური ანგარიშით 81:82 წააგო.
სანაძემ მოედანზე 22:45 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 20 ქულა მოაგროვა. დუდამ 5-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. ქართველმა ასევე 4 საჯარიმო ტყორცნიდან 3 ქულა აიღო და დაგროვებული ქულების მხრივ ორივე გუნდში საუკეთესო იყო. დუდამ პირველი ტაიმი ფაქტობრივად ჩააგდო, რადგან საწყის 4 წუთში 3 ჯარიმა აიღო და მწვრთნელმა უფრო მეტად მეორე ტაიმში დატვირთა.
ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კი სანაძე საშუალოდ ერთ მატჩში ჩაგდებული 17.42 ქულით კვლავ ლიდერობს. დუდას ანგარიშზე 24 მატჩში 418 ქულაა. ქართველს "ზლატოროგის" მოთამაშე იგორ ტრატნიკი (17.04) ჩამორჩება. თუმცა დუდას კონკურენტს ერთი მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე მის აქტივში 426 ქულაა.
"სენჩური" ამ გამარჯვებით "პრიმორსკას" წამოეწია და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ქართველის გუნდი ფლეი-აუტის ჯგუფს 24 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას სანაძის გუნდი სტუმრად "პორტოროჟთან" 1-ელ აპრილს გამართავს.