“მემფისის” ვეტერანმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა “ინდიანასთან” მოგებულ შეხვედრაში 2(110:97) 1 ქულა ჩააგდო, რითაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის რეი ალენს გადაასწრო.
კარტერს ნბა-ში სულ 24 511 ქულა დაუგროვდა, ხოლო რეი ალენს 24 505 ქულა აქვს. ამ მაჩვენებლით კარტერი 22-ე ადგილზე გადავიდა და ვინსის მორიგი სამიზნე პატრიკ ევინგის 24 815 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული.