მაიამის მასტერსის 1/4-ფინალში ვინუს უილიამსმა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ანგელიკა კერბერი 7:5, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 6:5-ზე უილიამსის სასარგებლოდ ამერიკელმა ბრეიკი გააკეთა და დაწინაურდა. მეორე პარტიაში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა ვინუსმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ვინუსმა 13-დან ხუთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო კერბერმა 5-დან სამი. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 5:3-ია კერბერის სასარგებლოდ.
ნახევარფინალში ვინუს უილიამსი ბრიტანელ კონტას შეხვდება.