ფეხბურთი

10:28 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენი ჰოლანდიის ნაკრებში მწვრთნელის დანიშვნას თავად აპირებს

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს კარგი დრო არ უდგას და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ემუქრება. „ნარინჯისფერები“ ამჟამად უმწვრთნელოდ არიან და ჯერჯერობით უცნობია, ვინ დამოძღვრავს 1988 წლის ევროპის ჩემპიონს.

საინტერესოა, რომ ჰოლანდიელთა კაპიტანი არიენ რობენი მოითხოვს, რომ მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხში აქტიურად იყვნენ ჩართული თავად და ვესლი სნეიდერი.

„მე და სნეიდერს ჰოლანდიის ნაკრების მაისური 14 წელია გვაცვია. ჩავატარეთ ბევრი თამაში და გვიმუშავია ბევრ მწვრთნელთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომელთაც ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გაგვაჩნია.

მე კაპიტანი ვარ, პირველი ადამიანი, ვისაც უნდა მოუსმინონ, ვისაც ფედერაციასა და ფეხბურთელბს შორის კონტაქტი შეუძლია - ჯერ არ ვაპირებ ნაკრებიდან წასვლას და ამიტომაც, მინდა, რომ მწვრთნელის დანიშნვნის პროცესში მე და სნეიდერი ვიყოთ ჩართულნი.

ვან გაალი? - ჩემს სიაში ლუი პირველ რიგში იქნებოდა, მაგრამ ამჟამად სახელებსა და გვარებზე საუბარი მეტისმეტად ადრეა“, - აღნიშნა რობენმა.

რობენი და სნეიდერი ჰოლანდიის ნაკრებში 2003 წლიდან მოყოლებული თამაშობენ და 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზეს.

0.115953