მაიამის მასტერსის 1/8-ფინალში დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი 7:6, 7:6 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა ზუსტად 2 საათს გაგრძელდა. პირველ სეტში ესპანელი 5:4-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, თუმცა როჯერმა უკუბრეიკის შესრულება მოახერხა. ტაი-ბრეიკზე კი შვეიცარიელმა 7:5 მოიგო. მეორე პარტის სტარტზევე ჩოგურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ისევ ფედერერმა მოიგო, ამჯერად 7:4.
1/4-ფინალში როჯერის მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება. ურთიერთშეხვედრებში როჯერი ტომაშს 17:6-ს უგებს. მატჩი 30 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.