საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ლატვიასთან მოგებული (5:0) ამხანაგური მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებთან სასაუბროდ გაჩერდა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.
23 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა და ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლები შეაგდო, რითაც ძალიან ბედნიერი გახლდათ.
“კმაყოფილი ვარ ნაკრების თამაშითაც და ჩემი ასპარეზობითაც ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ სადებიუტო გოლის გატანა მოვახერხე. ვეცდები, ოფიციალურ თამაშებშიც იგივე გავაკეთო. რაც მთავარია, ბედნიერია გულშემატკივრები, რომლებიც ამდენი იმედგაცრუების მიუხედავად სტადიონზე მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ” – განაცხადა “რაპიდის” ფორვარდმა.