2016/17 წლების ევროთასის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ხიმკის” გამთამაშებელი ალექსეი შვედი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შვედი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 22.1 ქულას, 5.2 პასს და 4 მოხსნას აგროვებდა. სეზონის საუკეთესო მოთამაშე გულშემატკივრებმა და ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინეს.
“ხიმკი” მეოთხედფინალში “ვალენსიასთან” დამარცხდა, რომელიც ახლა ტურნირის ფინალში “უნიკახას” შეხვდება. ფინალური სერიის პირველი მატჩი ესპანეთში 28 მარტს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.