ფეხბურთი

21:40 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "საფრანგეთი მალე დომინანტი გახდება"

ლონდონის „არსენალის“ ფრანგი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესო ძალიან მალე გახდება. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, „მამლებს“ ისეთი თაობა ჰყავთ, დომინანტობა გარდაუვალია.

„შესაძლოა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფრანგი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, საფრანგეთი მალე მსოფლიოს დომინანტი ნაკრები გახდება. ამ ქვეყანაში ახლა ძალიან ნიჭიერი თაობა წამოვიდა. ასეთი რამ კი, 10 წლის წინ არ იყო. დიდიე დეშამი რთული ამოცანის წინაშეა. მან ჯერ 20 ფეხბურთელი უნდა შეარჩიოს, ხოლო შემდეგ მხოლოდ თერთმეტი“, - უთხრა ვენგერმა FourFourTwo-ს.

0.115812