მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ცნობილია - ედენ აზარი. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, ფლორენტინო პერესმა „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას შეძენაზე ხელი აიღო და ამიერიდან ბელგიელის დაყოლიებას ეცდება.
როგორც ირკვევა აღნიშნულის მიზეზი ზინედინ ზიდანია, რომელსაც აზარის თამაშის სტილი ძალიან მოსწონს. ჯერჯერობით უცნობია რა თანხის გაღებას აპირებს „სამეფო კლუბი“ შემტევის სანაცვლოდ.
ედენ აზარი „ჩელსიში“ ფრანგული „ლილიდან“ 2012 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და მას შემდგომ „არისტოკრატთა“ წამყვან მოთამაშედ მიიჩნევა.