კალათბურთი

21:35 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ შერმადინისა და ბურჯანაძის ძალისხმევა "ბარსელონას" დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXVI ტურში გამანადგურებელი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „მორაბანკ ანდორამ“, რომელიც „ბარსელონასთან“ სტუმრად უშანსოდ დამარცხდა 65-102.

„ანდორას“ სასტარტო ხუთეულში დაიწყეს თამაში ქართველმა ლეგიონერებმა - ტრადიციულად თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო შერმადინი. ჩვენებურმა პარკეტზე გატარებულ 22:20 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. გიორგიმ რვიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 11-დან რვა საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21-ს უწია და ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ბარსელონელ ალექსანდ ვეზენკოვსა და თანაგუნდელ ბურჯანაძეს ჩამორჩა. ისიც აღსანიშნავია, რომ შედეგიანობით ვეზენკოვი და შერმადინი გამოირჩნენ - 18-18 ქულით. ოღონდ, ქართველს თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი.

მხარი ვერ აუბესო, ყველა ანდორელზე შეიძლება ითქვას, გარდა ბექა ბურჯანაძისა - ქართველმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ასეთი შედეგით დაასრულა თამაში: 13 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი. ბექამ ორქულიანი ერთხელ ისროლა და ისიც გამოიყენა, ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა საჯარიმოებიც: ორიდან ორი, ხოლო 5-დან სამი სამქულიანი ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი მას 22 ჰქონდა და ამ მხრივ საუკეთესო იყო ალექსანდრ ვეზენკოვთან ერთად.

„მორაბანკ ანდორას“ 24 თამაშში 12 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდის მომდევნო მეტოქე „ესტუდიანტესი“ იქნება 2 აპრილს.

0.143617