ფეხბურთი

23:44 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონელები გორეცკასთვის იბრძვიან

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველის ლეონ გორეცკას შეძენა ლონდონურ კლუბებს “არსენალს” და “ტოტენჰემს” სურთ – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.

აღნიშნული გამოცემის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის სათამაშო სტილი ორივე კლუბის მწვრთნელს მოსწონთ და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის დამატებას ეცდებიან.

გორეცკას “შალკესთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. მან მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.115156