იტალიელი მცველი ჯორჯო კიელინი ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, 32 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კლუბში 2020 წლამდე დარჩება.
მიმდინარე სეზონში მცველმა 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.