"მილანის" მცველი ინიაციო აბატე მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 30 წლის ფეხბურთელმა თვალის დაზიანება "სასუოლოსთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში მიიღო და ამერიკაში სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად წავიდა.
მიმდინარე სეზონში "როსონერის" მცველმა 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.