საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სერია A-ს დამდეგ ტურში “რომას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ. აპენინელი ჟურნალისტების თქმით, 26 წლის ქართველი გამოჯანმრთელების ბოლო სტადიაშია და სანაკრებო პაუზის მერე მოედანზე დაბრუნებასაც მოახერხებს.
აღსანიშნავია, რომ თავად ლევანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რომ მინდორზე დაბრუნებას დაახლოებით 10 დღეში შეძლებს. როგორც მან თქვა, თავიდან ტრავმა სერიოზული არ იყო, თუმცა ვარჯიშები ნაჩქარევად დაიწყო, რამაც მდგომარეობა გაართულა.
ლევანს თითქმის ორი თვეა არ უთამაშია, არადა ჩინებულ ფორმაში იყო – მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩში 5 გატანილი გოლია.