მოსკოვის “სპარტაკის” ქართული წარმომავლობის მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში ისევ მიწვეულია და ამხანაგური თამაშებისთვის ემზადება. ჯიქიამ ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა გუნდში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ სტანისლავ ჩერჩესოვთან მუშაობა მოსწონს.
“ჩერჩესოვი კარგი მწვრნელია – მომწონს მისი მიდგომა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტაქტიკა. მაგალითად, “სპარტაკი” ოთხი მცველით თამაშობს, რუსეთის ნაკრები კი, სამი. ეს ჩემთვის უფრო ნაცნობია, რადგან “ამკარშიც” სამ მცველიან ტაქტიკაში ვთამაშობდი. ყველა შემთხვევაში, დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ თამაშისთვის”, - განაცხადა ჯიქიამ.
გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გასულ წელსაც იყო მიწვეული, თუმცა ჯერაც არ უთამაშია.