ზინსჰეიმის “ჰოფენჰაიმის” თავკაცი იულიან ნაგელსმანი გერმანიის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელია. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.
“ეს ჩემთვის მოულოდნელია, მაგრამ დიდი პატივია – ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობდა წარმატებით და უმაღლეს დონეზე და როგორც მინიმუმ, იმსახურებდნენ საუკეთესოს წოდებას”, - აღნიშნა ნაგელსმანმა.
იულიან ნაგელსმანმა “ჰოფენჰაიმი” 2016 წლის თებერვალში ჩაიბარა, მაშინ, როდესაც გუნდი გავარდნის პირას იყო, თუმცა შეძლო და ბუნდესლიგაში დატოვა. მიმდინარე სეზონს კი, “სოფლელები” დიდებულად ატარებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამაჯერებლად არიან.
აღსანიშნავია, რომ იულიან ნაგელსმანი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია – როდესაც “ჰოფენჰაიმი” ჩაიბარა, სულ რაღაც 28 წლის გახლდათ.