ფეხბურთი

11:18 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიას ედენ აზარი გამოაკლდა

ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ლიდერი, ედენ აზარი გამოაკლდა. ამის მიზეზი ტრავმაა, რომლის გამოც ედენს ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურშიც არ უთამაშია “სტოკ სიტის” წინააღმდეგ. თავდაპირველი ინფორმაციით, ბელგიელის დაზიანება სერიოზული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც გაირკვა, მას ორი კვირა მაინც გაუცდება.

აღნიშნული ინფორმაცია “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, აზარი იმედგცრუებულია, რადგან სურდა ეროვნულ გუნდს დახმარებოდა.

ბელგიის ნაკრები ჯერ საბერძნეთს ეთამაშება მუნდიალის შესარჩევი ციკლის ეგიდით, ხოლო შემდეგ ამხანაგურად რუსეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

0.122866