ფეხბურთი

22:45 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ტოტის 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს - დირექტორის პოსტზე

იტალიური “რომა” ლეგენდარულ კაპიტან ფრანჩესკო ტოტის ახალ, ექვს წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ოღონდ კლუბის დირექტორის თანამდებობაზე.

აღნიშნული ინფორმაცია Gazzetta Dello Sport-თან საუბრისას, “მგლების” პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ დაადასტურა:

“ჩვენ ჯერ გვისაუბრია ტოტისთან მომავლის თაობაზე, მაგრამ მზად გვაქვს შეთავაზება მისთვის – კლუბის დირექტორის თანამდებობაზე 6 წლიანი კონტრაქტი”, - თქვა პალოტამ.

აღსანიშნავია, რომ 40 წლის ფრანჩესკოს “რომასთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ ყოფილა.

ფრანჩესკო ტოტის “რომას” გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია – 1993 წლიდან მან “ჯალოროსის” მაისური 775 მატჩში მოირგო და 306 გოლის გატანა მოახერხა.

0.137796