იტალიის სერია A-ს XXIX ტურის შემდგომ ტურინის “იუვენტუსმა” კონკურენტებთან მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა. “ბებერმა ქალბატონმა” გენუაში, “სამპდორიასთან” მძიმე თამაში აჩვენა, თუმცა შედეგი მიიღო. საერთოდ, “იუვესგან” მიმდინარე სეზონში ასეთი რამ არ გვაკვირებს – მასიმილიანო ალეგრის გუნდი პრაგმატულად თამაშობს და გათვლას სანხაობაზე არ აკეთებს.
“იუვენტუსმა” მატჩი ძალზე აქტიურად დაიწყო და მეშვიდე წუთზე წინ გასვლა მოახერხა: კვადვო ასამოას ფლანგურ გადაცემას ხუან კუადრადო გამოეხმაურა და ბურთი ბადეში გაეხვა – 0:1. სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. საერთოდ, პირველ ტაიმში სტუმრებს რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, მაგრამ ვერ შეძლეს. აი, მეორე ნახევარში კი, საგოლე მომენტი არ ჰქონიათ და ძნელად გასახსენებელია ასეთი რამ როდის გადახდა ბოლოს თავს “ბიანკონერის”. ასე იყო თუ ისე, “იუვემ” მოიგო და სამი ქულა მიითვალა. ერთიც: პირველ ტაიმში პაულო დიბალა შესაცვლელი შეიქნა. არგენტინელმა შემტევმა კუნთი დაიზინია, მაგრამ როგორც იტალიურ მედიაში წერენ, საგანგაშო არაფერია და პაულო მოედანს მალევე დაუბრუნდება.
“იუვენტუსს” უკან ისევ “რომა” მიჰყვება – ლუჩანო სპალეტის გუნდმა ტურის დასკვნით შეხვედრაში “სასუოლო” მიიღო და ცოტა ნერვიულობა მოუწია, მაგრამ მაინც მოიგო. დასაწყისშივე გრეგორი დეფრელის გოლით სტუმრები გავიდნენ წინ. “რომამ” თამაშში დაბრუნება მალევე მოახერხა და ლეანდრო პარედესისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით ტაიმი მოიგო. მატჩს წერტილი ედინ ჯეკომ დაუსვა მეორე ნახევარში და თავად ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბოსნიელი ანდრეა ბელოტის ერთი გოლით ჩამორჩება, ხოლო “რომა” “იუვენტუსს” – რვა ქულით.
მოიგო “ნაპოლიმ” – მაურიციო სარის გუნდმა პირველივე ტაიმში სამი გოლი გაუტანა “ემპოლის”, რომელიც ლევან მჭედლიძის გარეშე თამაშობს და თან საშინლად: ზედიზედ 6 წაგება. ნეაპოლელთაგან დუბლით ლორენცო ინსინიემ გაიფორმა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი გაიმეორა. ერთიც დრის მერტენსმა შეაგდო – ბელგიელმა ჯერ პენალტი გააცუდა, მაგრამ მერე 30 მეტრიდან ისეთი ლამაზი ჯარიმა გაიტანა, ყველაფერი გადაფარა. და მაინც, “ემპოლიმ” გაიბრძოლა – ომარ ელ კადურიმ (ჯარიმით) და მასიმო მაკარონემ (პენალტით) მინიმუმამდე დაიყვანეს სტუმართა უპირატესობა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს. სხვათა შორის, “ნაპოლიმ” თავის ისტორიაში პირველად მოიგო სერია ა-ში ზედიზედ 5 თამაში გასვლაზე. აქვე გეტყვით, რომ მაურიციო სარიმ თამაშის დაწყების დროზე დაიწუწუნა (იტალიის დროით 12:30) და თქვა, რომ ასეთ დროს თამაში კატასტროფაა...
მიმდინარე სეზონის აღმოჩენა “ატალანტა” წინა ტურში “ინტერთან” 1:7 განადგურდა, მაგრამ კრიზისს არ მისცემია და ამჯერად საკუთარ მოედანზე “პესკარა” გაანადგურა – 3:0. “ატალანტას” 55 ქულა აქვს, რაც მისთვის იტალიის მთავარ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. სამაგიეროდ, ვერ მოიგო რომის “ლაციომ”, რომელმაც ამჯერზე ვერ აჩვენა მაღალი დონის ფეხბურთი და კუნძულზე, “კალიარის” მშვიდობიანად დაშორდა – 0:0. წინა ტურში “ფიორენტინამ” ნიკოლა კალინიჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო და ახლაც იგივე სცენარი განმეორდა. “ეციო შიდაზე” “იებს” აუტსაიდერი “კროტონეს” ძლევა უძნელდებოდათ, მაგრამ ხორვატმა ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა და თავისიანებს მოაგებინა.
“პალერმო” უდინეში ადგილობრივ “უდინეზესთან” იგებდა, მაგრამ 1:4 განადგურდა და ქვედა ლიგაში გავარდნისგან ალბათ აწი აღარაფერი იხსნის. სხვათა შორის, სიცილიელებმა მიმდინარე სეზონში 28 ქულა დაკარგეს სიტუაციიდან, როდესაც თამაშს თავიდან იგებდნენ. “რენატო დალ არაზე” კი, “ბოლონიმა” “კიევო” გაანადგურა – 4:1.
“ემპოლი” – “ნაპოლი” 2:3 (0:3)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
მაყურებელი: 14 000
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე (მაური 70), კროჩე (დიმარკო 86); ელ კადური; ტიამი, პუჩარელი (მაკარონე 67)
მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კირიკეში, გულამი; ალანი, ჟორჟინიო (დიავარა 62), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი (მილიკი 83), ინსინიე (ჯაკერინი 77)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 ინსინიე (19), 0:2 მერტენსი (24), 0:3 ინსინიე (38, პენ), 1:3 ელ კადური (70), 2:3 მაკარონე (82, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მერტენსი (7, მეკარე)
გაფრთხილება: კოსტა (6), დიუსე (64), მაური (75) – ჟორჟინიო (32), კალეხონი (69), ჰისაი (79), ალბიოლი (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 11 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ანტონიო დამატო
“ატალანტა” – “პესკარა” 3:0 (1:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 20 000
“ატალანტა” (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; ჰატებური, ფროილერი, კრისტანტე (კესიე 63), სპინაცოლა; გრასი (მილიაჩო 85); პეტანია (პალოსკი 63), გომესი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“პესკარა” (4-3-3): ბიძარი; კრეშენცი (ბაჰებეკი 80), ბოვო, კოდა, ბირაგი; მუნტარი, ვერე (კულიბალი 70), მემუშაი (კასტანოსი 80); ძამპანო, ჩერი, ბენალი
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
გოლები: 1:0 გომესი (14), 2:0 გრასი (69), 3:0 გომესი (90)
გაფრთხილება: მაზიელო (62), ჰატებური (89) - მუნტარი (27), ვერე (67)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 6 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“ბოლონია” – “კიევო” 4:1 (0:1)
ბოლონია, “რენატო დალ არა”
მაყურებელი: 20 000
“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი (დი ფრანჩესკო 60), გასტალდელო, მაიეტა, ჰელანდერი; ნადი, პულგარი, ჯემაილი; ვერდი, დესტრო (პეტკოვიჩი 69), კრეიჩი (მბაიე 84)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი (კინე 83), სპოლი, ცეზარი, კაჩატორე; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (დე გუზმანი 78); ბირსა; პელისიერი (იცკო 70), ინგლეზე
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 0:1 კასტრო (40), 1:2 ვერდი (61), 2:1 ჯემაილი (72), 3:1 ჯემაილი (90), 4:1 დი ფრანჩესკო (90)
გაფრთხილება: პულგარი (25), მაიეტა (54) – ჰეტემაი (28), სპოლი (42), ბირსა (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 9 (5) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: როსარიო აბისო
“კალიარი” – “ლაციო” 0:0 (0:0)
კალიარი, “სანტ ელია”
მაყურებელი: 13 000
“კალიარი” (4-3-2-1): რაფაელი; ისლა, პისაჩენე (სალამონი 86), ბრუნო ალვეში, მურუ; დესენა (ფარაგო 9), ტაკჩიდისი, პადოინი; იონიტა, ჟოაო პედრო; საუ (ფარიასი 67)
მწვრთნელი: მასიმო რასტელი
“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა (პატრიკი 80), დე ვრეი, ჰუდტი, რადუ (ჯორჯევიჩი 67); პაროლო, ბილია, ლულიჩი; ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა (ლუის ალბერტო 71)
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
გაფრთხილება: ფარაგო (28), პისაჩენე (71), ისლა (72) – ბილია (70), დე ვრეი (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 8 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მარკო გუიდა
“კროტონე” – “ფიორენტინა” 0:1 (0:0)
კროტონე, “ეციო შიდა”
მაყურებელი: 6 500
“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი (დუსენე 59), ფერარი, მესბა; როდენი, ბარბერისი (კაპეცი 82), კრისეტიჯი, სტოიანი; ტონევი (ტროტა 52), ფალჩინელი
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სანჩესი, როდრიგესი, ასტორი; კიეზა (საპონარა 67), ვესინო, ბადელი (ოლივერა 71), ტელო; ილიჩიჩი (ბაბაკარი 71), ბორხა ვალერო; კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლი: 0:1 კალინიჩი (90)
გაფრთხილება: კორდაზი (41) – როდრიგესი (61)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 21 (11) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 7:4
მსაჯი: ლუკა პაირეტო
“სამპდორია” – “იუვენტუსი” 0:1 (0:1)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 32 000
“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ლინეტი, ტორეირა (პრატი 61), ბარეტო; ბრუნო ფერნანდესი (შიკი 54, ჯურიჩიჩი 75); კვალიარელა, მურიელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბარძალი, რუგანი, ასამოა; ხედირა, პაინიჩი; კუადრადო (ლემინა 72), დიბალა (პიაცა 28), მანჯუკიჩი; იგუაინი (ლიხშტაინერი 85)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლი: 0:1 კუადრადო (7)
გაფრთხილება: რეჯინი (83) – დანი ალვეში (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 5 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 3:5
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“უდინეზე” – “პალერმო” 4:1 (1:1)
უდინე, “დაჩია არენა”
მაყურებელი: 17 000
“უდინეზე” (4-3-3): სკუფეტი; ვიდმერი, დანილო, ანჯელა, სამირი (ჰეტრო 73); ბადუ, ჰალფრედსონი, იანკტო (კუმსი 84); დე პაული, ძაპატა, ტერო (პერიცა 58)
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
“პალერმო” (3-4-3): პოსავეცი; ჩიონეკი (ბალოგი 65), გოლდანიგა, გონსალესი; მორგანელა, გაცი, ჩოჩევი, ალეესამი (პეცელა 64); დიამანტი, ნესტოროვსკი (იაიალო 81), სალაი
მწვრთნელი: დიეგო ლოპესი
გოლები: 0:1 სალაი (12), 1:1 ტერო (42), 2:1 ძაპატა (60), 3:1 დე პაული (68), 4:1 იანკტო (80)
გაფრთხილება: ტერო (45), ჰალფრედსონი (72), დანილო (72) – გაცი (53), მორგანელა (84)
გაძევება: დიამანტი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (9) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ფაბიო მარესკა
“რომა” – “სასუოლო” 3:1 (2:1)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
მაყურებელი: 31 000
“რომა” (3-5-2): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო; ბრუნო პერესი (ჯეკო 60), პარედესი (დე როსი 87), სტროტმანი, ნაინგოლანი, ემერსონი; სალაჰი (პეროტი 76), ელ შაარავი
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლეტშერტი (ლიროლა 46), აჩერბი, პელუზო, დელ’ორკო; პელეგრინი, მისიროლი (რიჩი 69), დანკანი; ბერარდი, დეფრელი (მატრი 58), პოლიტანო
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 დეფრელი (9), 1:1 პარედესი (16), 2:1 სალაჰი (45), 3:1 ჯეკო (68)
გაფრთხილება: სტროტმანი (90) - ლეტშერტი (37), პელუზო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 8 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 11:7 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: მარკო დი ბელო
ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 22 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 21, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 20, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 17.