ფეხბურთი

14:30 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები: პოგბას ნაცვლად ბაკაიოკო

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა – დიდიე დეშამს “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, პოლ პოგბას ნაცვლად “სამფეროვანთა” რიგებში “მონაკოს” შუახაზელის, ტიემუ ბაკაიოკოს გამოძახება მოუწია. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში პირველი მიწვევა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ეგიდით.

შეგახსენებთ, პოგბამ ტრავმა ევროპა ლიგაზე “როსტოვთან” მატჩისას მიიღო და უქმობა სამი კვირა მოუწევს.

რაც შეეხება ბაკაიოკოს – “მონაკოში” ჩინებულ სეზონს ატარებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაუტანა.

0.115324