ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მარტში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი 25 მარტს საბერძნეთის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს, ხოლო სამ დღეში რუსეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მარტინესის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ტიბო კურტუა ("ჩელსი", ინგლისი), სიმონ მინოლე ("ლივერპული", ინგლისი), კოენ კასტელსი ("ვოლფსბურგი", გერმანია), მაც სელსი ("ნიუკასლი", ინგლისი)
მცველები: ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი", ინგლისი), დედრიკ ბოიატა ("სელტიკი", შოტლანდია), ლორენ სიმანი ("მონრეალი", MLშ), ტომას ფოკეტი ("გენტი"), ტომა მენე (პსჟ, საფრანგეთი), იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ტომას ვერმალენი ("რომა", იტალია)
ნახევარმცველები: ნასერ შადლი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), აკსელ ვიტსელი ("ტიანცზინ ციუანზიანი", ჩინეთი), კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მუსა დემბელე ("ტოტენჰემი", ინგლისი), მარუან ფელაინი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლეანდერ დენდოკერი, იური ტილამანსი (ორივე "ანდერლეხტი"), რაჯა ნაინგოლანი ("რომა", იტალია)
თავდამსხმელები: მიში ბატშუაი, ედენ აზარი (ორივე "ჩელსი", ინგლისი), კრისტიან ბენტეკე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), იანიკ კარასკო ("ატლეტიკო", ესპანეთი), რომელუ ლუკაკო, კევინ მირალასი (ორივე "ევერტონი", ინგლისი), დრის მერტენსი ("ნაპოლი", იტალია), დივოკ ორიჯი ("ლივერპული", ინგლისი)