ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა მარტში გასამართი შეხვედრებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "ნარინჯისფერები" 25 მარტს ბულგარეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავენ, ხოლო სამ დღეში ამხანაგურ შეხვედრას იტალიასთან ჩაატარებენ.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბლინდის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: იასპერ სილესენი ("ბარსელონა", ესპანეთი), მიშელ ვორმი ("ტოტენჰემი", ინგლისი), იერუნ ზუტი (პსვ)
მცველები: იოელ ველტმანი, კენი ტეტე, ნიკ ბირგევერი (სამივე "აიაქსი"), დეილი ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ბრუნო მარტინს ინდი ("სტოკი", ინგლისი), რიკ კარსდორპი ("ფეიენოორდი"), სტეფან დე ვრეი, უესლი ჰუდტი (ორივე "ლაციო")
ნახევარმცველები: კევინ სტროტმანი ("რომა", იტალია), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული", ინგლისი), დევი კლასენი, მატეის დე ლიგტი (ორივე "აიაქსი"), ჟერმეინ ლენსი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), მემფის დეპაი ("ლიონი", საფრანგეთი), არიენ რობენი ("ბაიერნი", გერმანია), დევი პრიოპერი (პსვ), იენს ტორნსრა, ტონი ვილიაენა, სტივენ ბერგეისი (სამივე "ფეიენოორდი"), ვესლი სნეიდერი ("გალათასარაი", თურქეთი)
თავდამსხმელები: კვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი), ბას დოსტი ("სპორტინგი", პორტუგალია), ვინსენტ იანსენი ("ტოტენჰემი", ინგლისი)