ფეხბურთი

20:27 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის XXVI ტურის მატჩში ვენის "რაპიდი" საკუთარ მოედანზე "მატერსბურგს" დაუზავდა - 1:1. მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე წონასწორობა ქართველმა გიორგი ქვილითაიამ თავური დარტყმით აღადგინა.

ეს გიორგისთვის მეხუთე გოლია ბუნდესლიგაში. ისე კი, თითოჯერ თასზე და ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა თავი. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და 31-ე წუთზე მსაჯს ყვითელი ბარათიც დასტყუა.

"რაპიდს" 26 ტურის მერე 30 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება.

0.122564