ლა ლიგის 28-ე ტურის გახსნითი შეხვედრა “გრან კანარიაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ლას პალმასი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ვილიარეალს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მასპინძლებმა თავიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს: დანი კასტელიანოს ჩაწოდებულს კევინ-პრინც ბოატენგი გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შეაგდო. მატჩის საკვანძო ეპიზოდი მე-19 წუთზე მოხდა – მატეო მუსაჩიოს უხეში შეცდომის შემდგომ ბოატენგი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და ვიქტორ რუისმა ის აკრძალული ხერხით შეაჩერა. ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო და ვალენსიური კლუბი მინდორზე 10 კაცით დარჩა. ამის შემდგომ, კანარელები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანდრეს ფერნანდესის შესანიშნავი თამაში რომ არა, “ყვითელი წყალქვეშა ნავები” დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ. სტუმართაგან ერთადერთი რეალური საგოლე შანსი ნიკოლა სანსონეს ჰქონდა, რომელსაც მასპინძელთა კიპერმა აჯობა.
“ლას პალმასმა” 35 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ვილიარეალი” 48 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
ლას პალმასი – ვილიარეალი 1:0 (1:0)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, ბიგასი, ლემოსი, სიმონი, კასტელიანო, ვ.გომესი, მესა, მ.ე. გარსია (მომო 59), ვიერა, ტანაუსუ (ჰალილოვიჩი 82), ბოატენგი (ხესე 73).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ვილიარეალი (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, რუისი, მუსაჩიო, გასპარი, კოსტა, ბ.სორიანო, ტრიგეროსი, კასტილიეხო (ალვარო 24), რ.სორიანო (ბაკამბუ 83), ჯ.დოს სანტოსი, სანსონე (ბორე 67).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: ბოატენგი (10)
გაფრთხილებები: ვიერა, ლემოსი, რაული – მუსაჩიო, კოსტა
გაძევება: რუისი (19)
მსაჯი: ვიკანდი გარიდო