ფეხბურთი

15:00 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაკონის პროგნოზი: "დონარუმა "იუვენტუსში" გადავა"

ცნობილი იტალიელი მეკარე სტეფანო ტაკონი, რომელმაც სახელი “იუვენტუსში” თამაშით გაითქვა, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან იტალიურ მედიას განუცხადა, ჯანლუიჯი დონარუმა ახლო მომავალში “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. მისი თქმით, 18 წლის მეკარის აგენტი მინო რაიოლაა, რომლისთვისაც მთავარი ფულია.

“ის უკვე “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ჯერ არავინ იცის, მაგრამ ასეა – მერე რა, რომ “მილანის” ლოგოს აკოცა?! დღეს ეს არაფერს ნიშნავს. ფეხბურთში ღმერთი ფულია, ყველაფერს ფული წყვეტს. თან მინო რაიოლას შემთხვევაში: იგი შეკრავს ბარგს და იტყვის, “წავიდეთ”. დონარუმა “მილანთან” კონტრაქტსაც გაახანგრძლივებს, მაგრამ კონტრაქტი არაფერს ნიშნავს”, - განაცხადა ტაკონიმ.

ჯანლუიჯი დონარუმას ბოლო დროს მადრიდის "რეალიც" აკვირდება, მაგრამ ჯერჯერობით "მილანი" მის გაყიდვას არ გეგმავს.

0.119391