ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული კაპიტანი ჟოზე მოურინიუს აკრიტიკებს. ირლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, პორტუგალიელისთვის “მანჩესტერი” დიდი კლუბია.
“მანჩესტერი" არის პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბი, ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი ძალიან ხშირად თამაშობს ფრედ - სტუმრად, საკუთარ მოედანზე. ვფიქრობ, მოურინიუსთვის ზედმეტად დიდი გუნდია “იუნაიტედი”. “როსტოვთან” “მანჩესტერის” სათადარიგო შემადგენლობაც ადვილად უნდა იგებდეს”, - აღნიშნა როი კინმა.
შეგახსენებთ, “წითელმა ეშმაკებმა” ევროპა ლიგის მერვედფინალში “როსტოვს” ორი მატჩის ჯამში მხოლოდ 2:1 მოუგეს.