“ნიუ ორლეანმა” 28 წლის უკანახაზელ ჯორდან კროუფორდს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მარტის დასაწყისში “ნიუ ორლეანი” კროუფორდს გამოსაცდელ 10-დღიანი კონტრაქტზე შეუთანხმდა, ჯორდანმა 5 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც საშუალოდ 14,2 ქულას, 3,2 შედეგიან გადაცემასა და 1,8 მოხსნას აგროვებდა.