ფეხბურთი

20:05 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ოლექსანდრიამ" ჭანტურიშვილს კონტრაქტი გაუფორმა

უკრაინულმა "ოლექსანდრიამ" გამოაცხადა, რომ ქართველ ნახევარმცველ ვახტანგ ჭანტურიშვილთან კონტრაქტი გააფორმა. ჭანტურიშვილი იანვარში მივიდა უკრაინულ გუნდში და მწვრთნელ ვლადიმირ შარანს თავი მოაწონა, ოღონდ, შარანმა ისიც აღნიშნა - ქართველს ფიზმომზადების მხრივ უჭირს და ბევრი სამუშაო აქვსო.

ჭანტურიშვილი 24 წლისაა და საქართველოში ჯერ "ზესტაფონში", მერე კი თბილისის "დინამოში" თამაშობდა.

საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე "ოლექსანდრიაში" ერთადერთი ლეგიონერი სწორედ ჭანტურიშვილია. გუნდი მეოთხე ადგილზეა და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.

0.105105