კალათბურთი

16:05 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ "პრიმორსკას" პოდჩეტრტეკში მოგებულ მატჩში 22 ქულით ულიდერა

დუდა სანაძის “პრიმორსკამ” სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვება მოიპოვა. დარბაზს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულობით შეკრებას გადის, სანაძის „პრიმორსკა“ ეწვია და ადგილობრივი გუნდი ქართველის წინამძღოლობით დაამარცხა.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 28:14 წუთში 22 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 13-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 10-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. 12 მოგებითა და 10 მარცხით „პრიმორსკა“ სლოვენიის უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს, ისევ სტუმრად, “კასტინგსთან” გამართავს.

gbf.ge

0.11432