ინდიან-უელსის მასტერსის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხუან მარტინ დელ პოტრო 7:5, 4:6, 6:1 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა კარიერაში 762-ე შეხვედრა მოიგო, რითაც ლეგენდარულ ამერიკელ პიტ სამპრასს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით ჩოგბურთელები მეათე ადგილს იყოფენ. ყველაზე მეტი 1256 მატჩი ჯიმი კონორსს აქვს მოგებული, მეორე ადგილს 1091 გამარჯვებით როჯერ ფედერერი იკავებს.
ნოვაკმა ინდიან-უელსის მასტერსზე ზედიზედ მე-19 შეხვედრა მოიგო, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ზედიზედ 18 შეხვედრა როჯერ ფედერერს 2004-2006 წლებში ჰქონდა მოგებული.
ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი დელ პოტროს 12:4-ს ამარცხებს. მომდევნო მატჩი სერბს ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან ელის, რომელმაც წინა კვირას აკაპულკოს ტურნირზე ჯოკოვიჩი დაამარცხა.