საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მსოფლიოს რეიტინგში 36 საფეხურით დაწინაურდა და მე-13 ადგილზეა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 10-12 მარტს ბაქოში გამართული გრან სლემის შედეგები განახლებულ რეიტინგსიაში ასახა და აზერბაიჯანული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულ თუშიშვილს 1000 ქულა დაუმატა. ამით 22 წლის მძიმეწონოსანმა ნაკრების გამოცდილ წევრებს ლევან მატიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს გაუსწრო და დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის სანაკრებო განაცხადში მოხვედრაც გაინაღდა.
ბაქოს გრან სლემზე, ქართველმა ძიუდოისტებმა სულ 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მესამე საპრიზო ადგილები ლაშა გიუნაშვილმა (66 კგ), უშანგი მარგიანმა (90 კგ) და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) დაიკავეს და 500-500 ქულაც გამოიმუშავეს.
გიუნაშვილი აზერბაიჯანულმა შედეგმა 227 პოზიციით დააწინაურა და 41-ე ადგილს იკავებს. მარგიანმა 93 საფეხურით წაიწია წინ და 35-ე ნომერია, ბუღაძემ კი ბრინჯაოს მედლით 67-ე პოზიციიდან 31-ზე აინაცვლა.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო პირადი რეიტინგი ლაშა შავდათუაშვილს აქვს, რომელიც 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის მე-3 ნომერია. მის გარდა, თავიანთ წონით კატეგორიებში პირველ ათეულში არიან: ამირან პაპინაშვილი (60 კგ. მე-5), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ. მე-7) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ. მე-10).
დაბოლოს, შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულები და მსოფლიოს რეიტინგში მყოფი ყველა ქართველი ძიუდოისტის პირადი მაჩვენებელი.
ძიუდო
მსოფლიოს რეიტინგი
მამაკაცები
60 კგ
1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) 2722
2 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) 2550
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1966
4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1940
5 ამირან პაპინაშვილი 1924
46 ლუხუმ ჩხვიმიანი 460
119 ლაშა ჩადუნელი 70
125 ირაკლი კუპატაძე 60
134 რობინზონ ბეგლარაშვილი 52
196 გიორგი ბროლაშვილი 19
233 ილია შუბითიძე 6
66 კგ
1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა) 2580
2 ჰიფუმი აბე (იაპონია) 2240
3 ტალ ფლიკერი (ისრაელი) 1953
4 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი) 1862
5 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი) 1752
7 ვაჟა მარგველაშვილი 1716
41 ლაშა გიუნაშვილი 508
134 ბექა შავდათუაშვილი 74
135 გელა კელიხაშვილი 70
151 თორნიკე თათარაშვილი 52
180 თორნიკე ნაგლიაშვილი 36
185 ტრისტან ფეიქრიშვილი 34
203 გიორგი გუგულაშვილი 24
216 მინდია ლილუაშვილი 21
278 შალვა ქარდავა 8
73 კგ
1 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 3430
2 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 2931
3 ლაშა შავდათუაშვილი 2371
4 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი) 2190
5 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) 2140
12 ნუგზარ ტატალაშვილი 1174
89 ომარ ნიაზაშვილი 176
98 გიორგი კაციაშვილი 150
136 თენგიზ პაპოშვილი 80
140 ფრიდონ გიგანი 78
152 ზვიად კაპანაძე 68
188 ანზორ ხმიადაშვილი 40
250 გიგა გიგაური 16
81 კგ
1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია) 2300
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) 2242
3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) 2000
4 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) 1944
5 ტრევის სტივენსი (აშშ) 1834
12 ავთანდილ ჭრიკიშვილი 1370
21 ზებედა რეხვიაშვილი 814
49 გიორგი პაპუნაშვილი 446
57 უშანგი მარგიანი 400
76 ამბაკო ავალიანი 263
85 ლევან გუგავა 218
89 თამაზ კირაკოზაშვილი 206
135 ნუგზარ ტატალაშვილი 84
145 კობა მჭედლიშვილი 66
229 გიორგი კაციაშვილი 16
308 ლაშა ზურაბიანი 3
90 კგ
1 მაშუ ბეიკერი (იაპონია) 2630
2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი) 2178
3 მარკუს ნიმანი (შვედეთი) 2161
4 ქსუნჟაო ჩენგი (ჩინეთი) 2008
5 დონგან გვაკი (სამხრეთ კორეა) 1980
9 ვარლამ ლიპარტელიანი 1741
10 ბექა ღვინიაშვილი 1690
35 უშანგი მარგიანი 562
122 ნოდარ ბერიანი 76
124 თორნიკე ჯუღელი 72
135 ზვიად გოგოჭური 61
155 ონისე სანებლიძე 36
189 ავთანდილ ჭრიკიშვილი 16
236 პაატა ღვინიაშვილი 6
100 კგ
1 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) 3052
2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია) 2718
3 სირილ მარე (საფრანგეთი) 2593
4 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2012
5 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 1738
10 ბექა ღვინიაშვილი 1347
38 ვარლამ ლიპარტელიანი 500
42 ლაშა ტაველური 435
81 ალექსანდრე მსხალაძე 136
88 ალექსანდრე ზაალიშვილი 116
110 გურამ თუშიშვილი 68
129 რეზო წულუკიძე 52
178 დავით ოზბეთელაშვილი 12
182 ჯაბა მუმლაძე 12
206 გიორგი ქავთარაძე 6
231 ლაშა გურული 2
245 იასონ ნემსაძე 1
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2800
2 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) 2370
3 ბარნა ბორი (უნგრეთი) 2332
4 დანიელ ნატეა (რუმინეთი) 2070
5 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია) 1950
13 გურამ თუშიშვილი 1360
21 ლევან მატიაშვილი 1006
23 ადამ ოქრუაშვილი 905
31 ონისე ბუღაძე 680
155 გიორგი ლაზუაშვილი 10
161 გიორგი ზაქარიაძე 6
176 გურამ ქოსმენაშვილი 2
176 ამბროსი კონკროშვილი 2
188 გუგა კიბორძალიძე 1
188 გიორგი ბოლოთაშვილი 1