იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და “მილანის” თავდამსხმელი კარლოს ბაკა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
აღნიშნული სასჯელის მიზეზი “იუვენტუსისა” და “მილანის” შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტია – ბაკამ მთავარ მსაჯ დავიდე მასას ხელი უბიძგა, რადგან ბოლო წუთზე დანიშნულ თერთმეტრიანს აპროტესტებდა.
გარდა ამისა, დაისაჯა “მილანიც” – კერძოდ, კლუბს ფულადი ჯარიმა დაეკისრა 5 ათასი ევროს სახით.
რაც შეეხება ბაკას, კოლუმბიელი მიმდინარე სეზონში “როსონერის” საუკეთესო ბომბარდირია 12 გატანილი გოლით.