კალათბურთი

11:54 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო” “გოლდენ სტეიტს” გაუთანაბრდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “ატლანტა ჰოუქსი” 107:99 დაამარცხა. ტეხასელთა ამ გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” ერთპიროვნული ლიდერობა დასრულდა. “სან ანტონიო” და “გოლდენ სტეიტი” 52 მოგებით და 14 მარცხით პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ. აქამდე, სეზონის განმავლობაში კონფერენციას სულ “მეომრები” ლიდერობდნენ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ტეხასელებმა პირველსავე პერიოდში მოპოვებული უპირატესობით იმარჯვეს. “სან ანტონიოს” ტრავმის შემდეგ გუნდის ლიდერი კავაი ლეონარდი დაუბრუნდა, რომელმაც 31 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. “ატლანტაში” შროდერი 22 ქულით და 10 პასით გამოირჩა.

“მემფისმა” შინ “მილოუკი” 113:93 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ “დათვებს” ვეტერანმა კალათბურთელმა ვინს კარტერმა 24 ქულით ულიდერა. კარტერმა მეტოქის ფარს 100-პროცენტიანი შედეგით შეუტია, 6-დან ექვსი სამქულიანი, ორიდან ორი ორქულიანი და ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო, რაც არამხოლოდ 40 წლის კალათბურთელისთვის, არამედ ბევრად ახალგაზრდა მოთამაშისთვისაც საოცნებო შედეგია.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ჩიკაგო” 109:115 (24:36, 24:22, 29:29, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=4d7odOJdQhA

“ტორონტო” – “დალასი” 100:78 (25:26, 25:20, 29:20, 21:12)

https://www.youtube.com/watch?v=8XvHs5EdAfE

“მემფისი” – “მილოუკი” 113:93 (30:24, 31:27, 24:23, 28:19)

https://www.youtube.com/watch?v=nqFbzSHbcHo

“მინესოტა” – “ვაშინგტონი” 119:104 (41:23, 23:33, 25:24, 30:24)

https://www.youtube.com/watch?v=aB2RcJNl3Sk

“სან ანტონიო” – “ატლანტა” 107:99 (28:18, 26:25, 27:30, 26:26)

https://www.youtube.com/watch?v=72woXR_8_o4

“იუტა” – “კლიპერსი” 114:108 (23:28, 26:28, 40:30, 25:22)

https://www.youtube.com/watch?v=P7LAAY2GFIU

“დენვერი” – “ლეიკერი” 129:101 (35:23, 32:20, 26:33, 36:25)

https://www.youtube.com/watch?v=gZI66v70oh8

“საკრამენტო” – “ორლანდო” 120:115 (24:23, 34:35, 35:26, 27:31)

https://www.youtube.com/watch?v=1JMDd6YMJys

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123388