ფეხბურთი

2:38 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასოციაციის თასი: “ჩელსი” 1/2 ფინალშია

ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალურ მატჩში ლონდონის “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდა, მინიმალური სხვაობით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.

ლონდონელებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოთამაშე მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაიკ ოლივერმა 35-ე წუთზე საკამათო ვითარებაში ანდერ ერერას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ამის გამო, “იუნაიტედს” თითქმის ერთი საათის განმალობაში კაცნაკლულს მოუწია თამაში.

მასპინძლებს დაწინაურება პირველივე ტაიმში შეეძლოთ: ედენ აზარს და გარი კეჰილს ორწუთიან მონაკვეთში შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ დავიდ დე ხეამ ორივე ეპიზოდში ბრწინვალედ ითამაშა და ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი “არისტოკრატებისთვის” მშვენივრად დაიწყო და 51-ე წუთზე ნ’გოლო კანტემ შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ “წითელ ეშმაკებს” უჭირდათ, თუმცა გათანაბრების ერთი ძალიან კარგი შანსი მაინც მიეცათ: 59-ე წუთზე გოლის გატანა მარკუს რეშფორდს შეეძლო, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდს ტიბო კურტუამ აჯობა – 1:0.

ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (0:0) VIDEO

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი, მოზესი (ზუმა 89), ალონსო, აზარი, ვილიანი (ფაბრეგასი 81), კოშტა (ბაჩუაი 94).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-3): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, როხო, ერერა, პოგბა, დარმიანი, ვალენსია, მხიტარიანი (ფელაინი 37), იანგი (ლინგარდი 81), რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: კანტე (51)
გაფრთხილებები: კოშტა – ერერა, იანგი
გაძევება: ერერა (35)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.116075