ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და მის კოლეგას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჟოზე მოურინიოს ერთმანეთი გულზე რომ არ ეხატებათ, ძველი ამბავია. ინგლისის ასოციაციის თასზე მათ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
"ჩელსი" - "მანჩესტერის" მატჩის პირველი ტაიმის მე-40 წუთზე იტალიელი "განსაკუთრებულს" განსაკუთრებულად გაუბრაზდა და კარგა გვარიანადაც შეუყვირა. არავინ იცის, ეპიზოდს რა გაგრძელება მოჰყვებოდა, რომ არა სათადარიგო მსაჯი, რომელიც საქმეში ჩაერია და მწვრთნელები გააშველა.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კონტე და მოურინიო ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ - 23 ოქტომბერს, როდესაც პრემიერლიგაში "არისტოკრატებმა" "წითელ ეშმაკებს" 4:0 მოუგეს, მოურინიომ კონტე გააკრიტიკა თამაშის დასრულებისთანავე.