ინდიან-უელსის 1/32-ფინალში დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ფრანგი სტეფენ რობერტი 6:2, 6:1 გაანადგურა (VIDEO). შეხვედრა სულ 52 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ფრანგი 2:1 დაწინაურდა, მაგრამ როჯერმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო, მეორე პარტიაშიც შვეიცარიელმა უპრობლემოდ აჯობა. როჯერმა 4 ეისი ჩააწოდა, ხოლო რობერტსს 8 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ფედერერმა 5-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფრანგს კი არც ერთი არ ჰქონია.
მომდევნო ეტაპზე როჯერი ამერიკელ სტივ ჯონსონს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი მეტოქეს 1:0-ს ამარცხებს. მატჩი 14 მარტს თბილისის დროით 23:00 სააათზეა ჩანიშნული.