იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” წამყვანი ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი გამოუჯანმრთელდა. 32 წლის ფეხბურთელმა გუშინ, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. კიელინი ერთი კვირის წინ დაშავდა და პარასკევს, “მილანთან” შეხვედრა კუნთის პრობლემების გამო გაუცდა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, არაა გამორიცხული “იუვეს” ვიცე-კაპიტანს მასიმილიანო ალეგრი სამშაბთს, ჩემპიონთა ლიგაზე “პორტუსთან” მატჩში დაეყრდნოს.
მიმდინარე სეზონში ჯორჯო კიელინის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაში და 3 გოლია.