იტალიის სერია A-ს XXVIII ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო გამოდგა. ყველაზე დიდ ინტერესს “ინტერისა” და “ატალანტას” მატჩი იწვევდა. ამ ტურამდე ბერგამოელები მილანელებს ქულით უსწრებდნენ და ყველა ძალზე დაძაბულ მატჩს ელოდა. რა გასაკვირია, “ატალანტა” ხომ მიმდინარე სეზონში დიდებულად თამაშობს.
თუმცა, “ჯუზეპე მეაცაზე” ბრძოლა არ შედგა, ფეხბურთი მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა და მეტოქე დედამიწის პირისაგან აღგავა – 7:1. სტეფანო პიოლის გუნდის მხრიდან დიდებული დღე ჰქონდათ მაურო იკარდისა და ევერ ბანეგას. არგენტინელებმა ჰეთ-თრიქები გაიფორმეს. საერთოდ, ბანეგა “ინტერის” სასტარტოში კარგა ხანს ვერ ხვდებოდა, მაგრამ ბოლო ორი თამაშია მას პიოლი ენდობა და ევერიც შინებულად ათამაშადა, გოლი წინა ტურშიც გაიტანა. რაც შეეხება იკარდის, მაურიტომ ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, მას სამი ბურთის გასატანად 9 წუთის ინტერვალი ეყო. ისე კი, უკვე 26-ე წუთზე ჰქონდა ტრიპლეტი გაფორმებული და ასეთ მოკლედ დროში იგივეს გაკეთება ბოლოს “ინტერნაციონალეს” ფეხბურთელმა შორეულ, 1947 წელს შეძლო. სხვათა შორის, ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი რობერტო გალიარდინიმ – ამჯერად ნიჭიერმა იტალიელმა საყრდენმა ყოფილ გუნდს გაუტანა, რომლის რიგებშიც იანვრამდე ირჯებოდა. მოკლედ, ახლა “ინტერი” მეოთხე ადგილზეა და დიდებულ ფორმაშია. თავად განსაჯეთ, ბოლო ორ ტურში გუნდმა 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. რაც შეეხება “ატალანტას”, მიუხედავად მძიმე მარცხისა, ბერგამოელებზე აუგის თქმა მაინც რთულია.
მოიგეს თავთავიანთი მატჩები “ნაპოლიმ” და “რომამ”, რომელთაც შუა კვირაში ევროარენაზე მოუწიათ მარცხის განცდა. “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი “კროტონე” გაანადგურა – 3:0. დუბლით გამოირჩა ლორენცო ინსინიე, რომელიც ნეაპოლელთა რიგებში მეორასე თამაშს ატარებდა, ხოლო მის გოლებს შორის დრის მერტენსმაც გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, “ნაპოლის” ბურთის ფლობის სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით – 81%.
რაც “რომას” – “მგლებმაც” აუტსაიდერ და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან, კერძოდ, “პალერმოსთან” იზეიმა ადვილი გამარჯვება – 3:0. ანგარიში სტეფან ელ შაარავმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი ედინ ჯეკომ შეაგდო, რომელმაც ხანგრძლივი მშრალი სერია შეწყვიტა. წერტილი მატჩს ბრუნო პერესმა დაუსვა. “რომა” ისევ მეორე ადგილზეა და ლიდერ “იუვენტუსს” 8 ქულით ჩამორჩება.
ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “ფიორენტინას” უმძიმესი გამარჯვება შინ “კალიარისთან” – შეხვედრის ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე ნიკოლა კალინიჩმა გაუტანა და ფლორენციელებს ევროპა ლიგაზე გასვლის იმედი დაუტოვა.
XXVIII ტური ორშაბათს, “ლაციოსა” და “ტორინოს” შეხვედრით დასრულდება.
“სასუოლო” – “ბოლონია” 0:1 (0:0)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 11 000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; პელეგრინი (მისიროლი 67), აკვილანი (რაგუსა 63)), დანკანი; ბერარდი, მატრი (იემელო 78), პოლიტანო
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი (კრაფტი 72), ჰელანდერი, მაიეტა, მაზინა; დონსა (ვივიანი 55), პულგარი, ჯემაილი; ვერდი, დესტრო, დი ფრანჩესკო (კრეიჩი 79)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლი: 0:1 დესტრო (58)
გაფრთხილება: კანავარო (25), ბერარდი (41), პოლიტანო (60) – ჰელანდერი (34), დესტრო (59), დი ფრანჩესკო (64), ტოროსიდისი (64), მაზინა (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 6 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 1:7
მსაჯი: პაოლო ვალერი
“კიევო” – “ემპოლი” 4:0 (2:0)
ვერონა, ბენტეგოდი”
მაყურებელი: 13 000
“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (დეპაოლი 87); ბირსა (კინე 84); პელისიერი (ბასტიენი 71), ინგლეზე
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; ელ კადური (მარილუნგო 81); პუჩარელი (დიმარკო 59), მაკარონე (ტიამი 52)
მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო
გოლები: 1:0 ინგლეზე (22), 2:0 პელისიერი (40), 3:0 ბირსა (75), ცეზარი (89)
გაფრთხილება: დიუსე (55)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (11) – 10 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ფიორენტინა” – “კალიარი” 1:0 (0:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 27 000
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი (სანჩესი 66), როდრიგესი, ასტორი; კიეზა, ვესინო, ბორხა ვალერო, ტელო; ბერნარდესკი (ბადელი 79), საპონარა (ილიჩიჩი 66); კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, მურუ (მიანგუ 46); დესენა, ტაკჩიდისი, იონიტა (პადოინი 85); ბარელა; ბორიელო, ჟოაო პედრო (საუ 73)
მწვრთნელი: მასიმო რასტელი
გოლი: 1:0 კალინიჩი (90)
გაფრთხილება: ტომოვიჩი (55), ასტორი (60) – მიანგუე (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (10) – 10 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
“ინტერი” – “ატალანტა” 7:1 (5:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მაყურებელი: 44 000
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი, მირანდა, ანსალდი; გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა, ბანეგა (ჟოაო მარიო 70), პერიშიჩი (ედერი 82); იკარდი (პალასიო 76)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ატალანტა” (4-3-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, ძუკანოვიჩი; კონტი, კესიე (ბასტონი 61), ფროილერი, სპინაცოლა (დ’ალესანდრო 70); კურტიჩი; გომესი (მუნიე 61), პეტანია
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 1:0 იკარდი (17), 2:0 იკარდი (23, პენ), 3:0 იკარდი (26), 4:0 ბანეგა (31), 5:0 ბანეგა (34), 5:1 ფროილერი (42), 6:1 გალაირდინი (52), 7:1 ბანეგა (68)
გაფრთხილება: იკარდი (28), ანსალდი (61), გალიარდინი (76) – ტოლოი (16), ბერიშა (23), ძუკანოვიჩი (25), კურტიჩი (71)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 6 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“პესკარა” – “უდინეზე” 1:3 (0:1)
პესკარა, “ადრიატიკო”
მაყურებელი: 12 000
“პესკარა” (4-3-3): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო (ფორნასიერი 7), ბოვო, ბირაგი; ვერე (მუნტარი 46), ბრუნო, მემუშაი; ბენალი, ჩერი, მიტრიტა (კასტანოსი 65)
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი (სკუფეტი 79); ვიდმერი, დანილო, ანგელა, სამირი; ბადუ, ჰალფრედსონი (კუმსი 70), იანკტო; დე აპული, ძაპატა, ტერო (გაბრიელ სილვა 73)
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
გოლები: 0:1 ძაპატა (20), 0:2 იანკტო (51), 0:3 ტერო (55), 1:3 მუნტარი (83)
გაფრთხილება: ბრუნო (39), ბოვო (53) – ჰალფრედსონი (35), გაბრიელ სილვა (86), დე პაული (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 6:0
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“ნაპოლი” – “კროტონე” 3:0 (1:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 34 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კირიკეში, კულიბალი, სტრინიჩი; როგი (ზიელინსკი 55), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, პავოლეტი (მერტენსი 62), ინსინიე (ჯაკერინი 72)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპირისი, დუსენე (კუომო 87), ფერარი, მარტელა; როდენი, კაპეცი, კრისეტიჯი (ბარბერისი 71), სტოიანი; ტროტა (აკოსტი 79), ფალჩინელი
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
გოლები: 1:0 ინსინიე (32, პენ), 2:0 მერტენსი (66, პენ), 3:0 ინსინიე (70)
გაფრთხილება: როგი (27) – მარტელა (42), კრისეტიჯი (54), ფერარი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 6 (2) ბურთის ფლობა: 78%-22% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“პალერმო” – “რომა” 0:3 (0:1)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 12 961
“პალერმო” (4-2-3-1): ფულიგანტი; მორგანელა, ჩიონეკი, ანდელკოვიჩი, ალეეზამი; გაცი, ჩოჩევი; ემბალო (დიამანტი 46), ბრუნო ენრიკე (ლო ფასო 74), სალაი; ნესტოროვსკი
მწვრთნელი: დიეგო ლოპესო
“რომა” (3-4-1-2): შჩესნი; რუდიგერი, ფაციო, ჟუან ჟესუსი; ბრუნო პერესი, პარედესი, გრენიე (ჯეკო 64), მარიო რუი; ნაინგოლანი; სალაჰი (დე როსი 81), ელ შაარავი (სტროტმანი 72)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
გოლები: 0:1 ელ შაარავი (22), 0:2 ჯეკო (76), 0:3 ბრუნო პერესი (90)
გაფრთხილება: ბრუნო ენრიკე (18), გაცი (67) - ბრუნო პერესი (15), პარედესი (54), გრენიე (61)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 13 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 22 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, ედინ ჯეკო (“რომა”) – 20, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 19, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 16.